logo_geo
eng_logo
„დააკავონ სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობის მომწყობი კრიმინალი იმამყულიევი!“
- +

14 ოქტომბერი. 2016. 04:25




უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი არჩევნების დღეს მარნეულში საარჩევნო უბანზე განხორციელებულ თავდასხმასა და შს სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვით დაკავებულია 6 პირი, განცხადებას ავრცელებს:


„ახლა, რაც შეეხება მარნეულში განხორციელებულ სპეცოპერაციას!

 

14 წლის განმავლობაში ვიცავ ადამიანის უფლებებს და სანამ ამის საშუალება მექნება, ყოველთვის დავიცავ! მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მძიმე დანაშაული, მათ უფლებებს არ დავიცავ, პირიქით მკაცრად უნდა დაისაჯონ, რომ მეორედ, სხვამ ვერ გაბედოს ეს მარაზმი, რაც მარნეულში მოხდა!

 

მე, როგორც ყველამ იცით მამა აზერბაიჯანელი მყავს და ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს ამ ხალხთან, მაგრამ ამ შემთხვევაში გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველოს ისტორიაში პირველად ვნახე ასე უხეშად, ძალადობის გზით და არაადეკვატურად აზერბაიჯანლების საქციელი სახელმწიფოსა და პოლიციის წინააღმდეგ თავდასხმა!

 

ამ ადამიანებისთვის უფლება, რომ მიგეცა, იმ დღეს საარჩევნო უბანზე სისხლს დაღვრიდნენ იმდენად აგრესიულები იყვნენ, მაგრამ მარტო ესენი კი არ უნდა დააკავოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ, არამედ ყველაზე მთავარი ორგანიზატორი და სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობის მომწყობი იმამყულიევი!

 

სულ არ მაინტერესებს მე ის კანდიდატია თუ ვინაა, ის ჩემთვის ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული!

 

რაც შეეხება სპეცოპერაციის აუცილებლობას - თუ კარგად გადავხედავთ წინა ხელისუფლების დროს ქვემო ქართლში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ზუსტად ასე ხდებოდა მათი დაკავება, რადგან მთელი სოფელი ირაზმება პოლიციის წინააღმდეგ, როდესაც ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და შეუძლებელია იქ დამნაშავის დაკავება. ქალები არაადეკვატურები ხდებიან და ცემენ პოლიციელებს, აქ სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ დაკავებულებს არავინ ცემს და აწამებს, წინა ხელისუფლების დროს კი ცემით სულს ხდიდნენ!

 

შესაბამისად, ნადირაშვილის მაგვარ ელემენტებს მორალური უფლება არა აქვთ, ილაპარაკონ ან უკანონო დაკავებაზე ან ძალის გადამეტებაზე, იმ დროს როდესაც დანააული სახეზეა და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს პროკურატურაში!

 

პირადად მე, პირველად შემრცხვა მამაჩემის ხალხის გამო, რაზედაც ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, იმ საზოგადოებას რომელის ნაწილიც ვარ და არასოდეს არ ვგრძნობ თავს საზოგადოებისგან გარიყურად, პირიქით, მე ძალიან დიდი სიყვარულის გარემოცვაში ვარ!

 

არ მინდა ვინმემ ყველა აზერბაიჯანელი გააიგივოს ამ ხროვასთან და ეთნიკურად შეურაცხგვყონ სხვები, ვისაც საქართველოს გამო თავგანწირვა შეგვიძლია!", - წერია ბერიკაშვილის განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner