ჟურნალისტ შალვა რამიშვილი facebook-პოსტი:
„როგორც ჩანს, მიშნინძებს და ბოკერნაცებს შორის დროებითი ზავი დამყარდა.
მიშამ პოლიტიკური ცხოველის ყნოსვით იგრძნო, რომ პარტია ეხეოდა და ბოკერნაცებს დაუწვა.
ისე გასაოცარია ამ კაცის „ელასტიურობა"
ცოტა ხნის წინ „მეორე ტურის დედაცო" თქვა, მერე თავის ნინძებს ФАС უთხრა ბოკერნაცებზე. მარა ბოლოს მიხვდა, რომ ამერიკა არ უწონებდა ამ დესტრუქციას და ოდესიდან ФУ -ც გავიგონეთ.
მეორე ტურში ნაცების ტრაღიკულად წასხმის შემდეგ კიდევ უნდა ველოდოთ გართულებებს.
სხვაგვარად გარდაუვალია.
ბოკერნაცები და მიშნინძები ერთად ვერ მოძოვენ!
შევადაროთ ორი მხარე:
მიშას აქვს კონტროლი დაბლა პარტ. აქტივზე, კეზერას ობშიაკზე და რ2 ზე. სანამ ესენი ხელში უჭრავს ბოკერნაცები ბოლომდე ვერ გააგდებენ მიშას.
მეორეს მხრივ ბოკერნაცებმა დაიპყრეს პოლიტსაბჭო, დაალაგეს უცხოელებთან. თან რაც მთავარია აქ არიან, აქ იტანენ ყოველდღე დედის გინებას, შევიწროვებას და მისთ.
ამიტომ ყოველთვის აქვთ სათქმელი მიშასთვის:
„დეეტიე შენს ოდესაში, აქ ჩვენ ვართ რულავოებიო"
მიშა ისე იზამს, რომ ბოკერნაცები კონსტრუქციული ოპოს რუტინაში ჩაბანძდნენ და სახელი გაუტყდეთ - ბიძოს შეეკრნენო.
აი მერე შეუბერავს თავის მიშნინძებით, რომლებიც ახლა STAND BY რეჟიმში ჰყავს გადაყვანილი.
ეგაა დღევანდელი რასკლადი, ჩემი აზრით",- წერს რამიშვილი.