logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს - ლადო პაპავამ კი სხდომა დატოვა
- +

16 მარტი. 2016. 18:25



უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროში მორიგ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობასთან და სენატის სპიკერთან მართავს.


მინისტრი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში ამჟამად უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო დასტაბილურების მიზნით, აუცილებელია, კვლავ გაგრძელდეს მსჯელობა,  თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ამიტომ, შეხვედრაზე იმსჯელებენ სტუდენტთა მოთხოვნებზე, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.


აუდიენციას თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა რამდენიმე წუთით დაესწრო. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლადო პაპავას სხვა შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული.

 

„არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ეს უკეთესი მდგომარეობა შესაძლებელია გადაიზარდოს ან უარეს მდგომარეობაში, ან - პირიქით, წავიდეს განმუხტვისკენ. სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი დღევანდელი შეხვედრისაც, რა ნაბიჯები გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესები წავიყვანოთ სიტუაციის დეესკალაციისკენ. ამიტომ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობა სტუდენტების მოთხოვნის შესაბამისად უკვე დაიწყო. ასევე ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ვფიქრობ, უშუალოდ საბჭოს სალაპარაკოა, რადგან საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც როგორიც არის რექტორის ყოფნის თუ არყოფნის საკითხი. ბოლოს და ბოლოს, ეს არის საბჭო, რომელმაც დამოუკიდებლად დემოკრატიული არჩევნებით აირჩია ბატონი ლადო პაპავა. ამიტომ, პრინციპში დღის წესრიგში გადაუწყვეტელ საკითხად დღესდღეობით ეს დგას. ვიცი და სავსებით ვიზიარებ ბატონი ლადო პაპავას პირად გადაწყვეტილებას, რომ ის ვალდებულია, დარჩეს ან განმუხტოს სიტუაცია, თუმცა აუცილებელია, მოვისმინოთ იმ ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრება, რომლებიც ასევე არიან ჩართული ამ პროცესებში. მე ვფიქრობ, მათ ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ამ საქმეში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner