logo_geo
eng_logo
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 10:34



ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიხაშკარში, 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.



სასამართლომ კაკო იბუას გირაო შეუფარდა 10 000 ლარის ოდენობით. გირაო შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უძრავი ქონებითაც. ამიტომ, მე ვფიქრობ, პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩება და როგორც კი დაიტვირთება უძრავი ქონება გირაოს სანაცვლოდ, მას გაათავისუფლებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა როლანდ შონიამ.



შონია არ გამორიცხავს, რომ გირაოს შეფარდების თაობაზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner