logo_geo
eng_logo
სიკეთის კაცი - გურამ თავართქილაძე
- +

13 ოქტომბერი. 2016. 20:01



13 ოქტომბერს 70 წელი შესრულდა გურამ თავართქილაძის დაბადებიდან. გვარიანმა წვიმამ ვერ დააბრკოლა ამ დიდებული პიროვნების ხსოვნის პატივსაცემად დიღმის სასაფლაოზე მისული ახლობლები. აქ იყვნენ გურამის უახლოესი ადამიანები - ოჯახის წევრები, ბავშვობიდან თანშეზრდილი მეგობრები, ისინი, ვის გვერდითაც ყალიბდებოდა განათლების დარგის წარმატებულ მენეჯერად და ისინიც, ვისთან ერთადაც დააფუძნა საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული სასწავლო უნივერსიტეტი. შემთხვევითი არ არის, უნივერსიტეტს რომ გურამის სახელი ჰქვია. სწორედ გურამის დაუღალავმა შრომამ, მისმა შეუპოვრობამ განაპირობა წარმატება - პირველსავე წელს უნივერსიტეტში 600 სტუდენტი მოვიდა. ეს იყო სასწავლებლის დამფუძნებლების დიდი გამარჯვება, გამარჯვება, რომელსაც, სამწუხაროდ, გურამი ვეღარ მოესწრო... ამქვეყნიდან ღირსეული კაცის სახელით გავიდა და, ნაღველთან ერთად, დაგვიტოვა სიკეთით ნაკეთები არაერთი საქმე, არაერთი ტკბილი მოგონება და მომავალის ბალავარში ჩაკირული საიმედო ბურჯი - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი.


ავტორი:გოჩა ხუნდაძე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner