logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა „ჩაყვინთა“
- +

14 ოქტომბერი. 2016. 11:14



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა უკრაინაში სააკაშვილის პოზიციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოდესაში იგი გამოიყენეს, როგორც „ავი ძაღლი", თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და ოდესა მოწინავე რეგიონებიდან მაჩანჩალა პოზიციაზე აღმოჩნდა. გოგავას თქმით, ოდესის გუბერნატორის რეიტინგი დღეს 3-5%-ია.


თავიდან ოდესაში სააკაშვილი გამოყენებულ იქნა, როგორც ავი ძაღლი, რომელსაც მიუქსევდნენ ოლიგარქებს და შემდეგ ამ ოლიგარქებთან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ალაგებდა ურთიერთობებს. გვახსოვს კოლომოისკიზე, ფირტაშზე, ახმეტოვზე და სხვებზე შეტევები. დღეს კი სიჩუმეა და სააკაშვილი ქარხნის დირექტორის მოადგილის, საბაჟოზე ცვლის უფროსის და ბაზრობის დირექტორის დონეზე აკრიტიკებს ხალხს. აპრილში სააკაშვილი მოითხოვდა მის პრემიერად დანიშვნას და პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა და დაიწყო საკუთარი პარტიის შექმნის პროცესი.

 

ამას მოყვა ის, რომ სააკაშვილი დაიბარეს პრეზიდენტთან, ააყუდეს კედელთან და მკაცრად უთხრეს, რომ ის არ უნდა ჩარეულიყო უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში და ფოკუსირება მოეხდინა ოდესის ოლქზე. ამბობენ, რომ გაბრაზებულ პოროშენკოს მაშინ უთქვამს, თუ არ გაჩერდები, მოლდოვაში ელჩად გაგიშვებო. მას შემდეგ სააკაშვილი „დამჯერედ" იქცევა და უკრიანის პოლიტიკას არ ეხება. შეუმცირეს ეთერი ცენტრალურ არხებზე და შესაბამისად, მისმა რეიტინგმაც „ჩაყვინთა". დღეს სააკაშვილის რეიტინგი 3-5%-ის ფარგლებშია. რეფორმები ჩავარდა, ოდესის საბაჟო კრიზისშია, ტვირთების განბაჟება სხვაგან ხდება.

 

ოდესელები ამბობენ, რომ რეფორმის შედეგად კორუფციული ტარიფები გაათმაგდა. თუ ადრე კონტეინერის „გაპრავებაში" 300-400 დოლარს იხდიდნენ, დღეს იგივე 2000 დოლარამდე უჯდებათ და ეს სქემა კეთდება საბაჟო ბროკერების მეშვეობით, სადაც მხოლოდ სააკაშვილის ხალხია დასაქმებული. ოდესის ოლქის მაჩვენებლები დაეცა ყველა მიმართულებით და მოწინავე რეგიონიდან მაჩანჩალებს შორის აღმოჩნდა.

 

დღეს ისეთი სიტუაციია, რომ სააკაშვილი უკრაინას კი არა, აგერ საკუთარ პარტიასაც აღარ სჭირდება, გაგდებას უპირებენ „ნაციონალური მოძრაობიდან". აპრილში გადარჩა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან მოხსნას და მაშინ შეთანხმება იყო, რომ ის ამ პოსტს შეინარჩუნებდა ქართულ არჩევნებამდე. 7 ოქტომბერს პოროშენკო ჩავიდა ოდესაში, ხოლო მანამდე პრეზიდენტის გარემოცვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომზადებულია სააკაშვილის პოსტიდან გადაყენების ბრძანება, არაოფიციალურად დასახელდა შემცვლელიც. ოდესაში ჩასულმა პოროშენკომ გაკიცხა სააკაშვილის საქმიანობა", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner