logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არ ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი
- +

14 ოქტომბერი. 2016. 13:30



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარზე დაკავებულები არიან კრიმინალები, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელზე.



ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მარნეულში დაკავებულ პირებზე ზეწოლა განხორციელდა და ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.



რას ლაპარაკოთ, სერიოზულ კომენტარს ელოდებით ამაზე? რას ნიშნავს პოლიტიკური ნიშნით დაკავება? ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი", - განაცხადა მღებრიშვილმა.



რაც შეეხება გავრცელებულ ინფრმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები ნაცემები არიან, მღებრიშვილი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებულებზე ზეწოლის განხორციელება გამორიცხულია.



არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს გამოგონილია. ალბათ გაგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და მსგავი არაფერი ყოფილა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner