logo_geo
eng_logo
დღეს ფონდი „ქართუს“ მიერ რესტავრირებული „ბათუმის მწერალთა სახლი“ გაიხსნა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 13:43

 

 

14 ოქტომბერს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა „ბათუმის მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა.


ფონდმა „ქართუმ" 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული და ფაქტიურად დანგრევის პირას მისული შენობა.


1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი ფუნქციონირებს 1957 წლიდან. ათწლეულების განმავლობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი.


საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან ზურაბ პატარაძესთან და ფონდი „ქართუს" ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალ „ჭოროხის" რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ „ჭოროხის" გამოცემაც.


ბათუმის მწერალთა სახლის გარდა ფონდი „ქართუ" ბათუმში ახორციელებს  დრამატული თეატრის რესტავრაციასა და „ბათუმის რაგბის კომპლექსის მშენებლობას". პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს ასოციაცია „ატუ".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner