logo_geo
eng_logo
პროკურატურა ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს
- +

14 ოქტომბერი. 2016. 14:03



საქართველოს პროკურატურა ჯიხაშკარის 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს.


პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს განჩინებით იქნა დაკავებული, ბრალდების მხარემ სასამართლოს კაკო ტიბუასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კაკო ტიბუას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


პროკურატურა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილების გააასაჩივრებს.


ჯიხაშკარში, 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner