logo_geo
eng_logo
ილია მეორე გიორგი კვირიკაშვილს: არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება თქვენი დიდი დამსახურებაა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 14:19



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.



დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner