logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სვეტიცხოვლობას გილოცავთ ყველას!
- +

14 ოქტომბერი. 2016. 14:19



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.



ჯეჯელავა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა და საზეიმო წირვას დაესწრო.



„გილოცავთ ყველას. ვულოცავ მთელ ჩვენს ქვეყანას, ახალგაზრდებს, ძველგაზრდებს, ყველას. ეს არის ფესვი ჩვენი კულტურისა, ეს არის საფუძველი ჩვენი ერის. იმისა, რომ ჩვენ დღემდე მოვედით. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან შორს წავალთ და ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის დამსახურებაა მათ შორის. ნათქვამია, რომ აქ ასვენია საქართველოს ცხელი გული. მე ამის გულწრფელად მჯერა და ყველას გილოცავთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner