შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საზეიმო წირვას დაესწრო. მღებრიშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
„ვულოცავ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვულოცავ დღევანდელ დღეს მცხეთელებს და მთელ საქართველოს ამ წმინდა ქალაქის დღეს, ქალაქისას, საიდანაც სათავეს იღებს ჩვენი რწმენა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა ქართველები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.