logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხში განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება
- +

14 ოქტომბერი. 2016. 14:48



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას სვეტიცხოველში შეკრებილებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.


 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, იმიტომ რომ უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლს, ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყოველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს, მართმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება", - განაცხადა პატრიარქმა.



მან განსაკუთრებით მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ასევე აფხაზებს, რომლებიც, მისი თქმით, „დროებით მოწყვეტილნი არიან და მალე ჩვენ ერთად ვიქნებით". პატრიარქმა სვეტიცხოვლობა ასევე მიულოცა ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.



ილია მეორემ მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი გიორგი ბასილაია, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდა.



ჩვენ საკვირველი ხალხი ვართ, აი, ერთ მოძღვარს გადაუწყვეტია, რომ სამეგრელოდან წამოსულიყო ფეხით სვეტიცხოველში. ეს არის დეკანოზი გიორგი ბასილაია. 6 დღე იარა წვიმაში, უამინდობაში, სიცხეში და გუშინ, შუაღამისას მოვიდა. მარტვილიდან წამოვიდა ფეხით და 6 დღე იარა. მე ვლოცავ ამ მოძღვარს. ეს მადლი, რომელიც მან მოიპოვა ამ ფეხით წამოსვლით, შეეწევა მთელ საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner