logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტიერეში: სირიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულება მთავარი პრიორიტეტია
- +

14 ოქტომბერი. 2016. 15:35



გაერო-ს ახალი გენერალურმა მდივანმა ანტონი გუტიერეშმა ტელეკომპანია „BBC"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა აღნიშნულ თანამდებობაზე სირიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულება იქნება.



ჩემი მოსაზრებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ კონფლიქტის დასრულება მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ანტონი გუტიერეშმა.



ანტონიუ გუტიერეში გაერო-ს გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს.


67 წლის გუტიერეში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, 2005-2015 წლებში კი იყო გაერო-ს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner