logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს
- +

14 ოქტომბერი. 2016. 15:37



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.



უწმინდესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.



დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა, მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი", - მიმართა პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგი ამბიონზე მიიწვია.



პრემიერ-მინისტრმა უწმინდესს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.



თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner