logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: მეორე ტური ხელს შეუწყობს ახალი, „მორცხვი“ „ნაციონალების“ თვითიდენტიფიკაციას
- +

14 ოქტომბერი. 2016. 16:21



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ახალი პოლიტიკური ერთობის კონტურები იკვეთება - ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და უბრალოდ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, რომლებიც აქამდე თითქოს სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ „ნაციონალური მოძრაობასთან" იდენტიფიცირებას (მათი საუბრებიდან და ნაწერებიდან ასე ჩანდა), დღეს უკვე დაჟინებით ამტკიცებენ, რომ სხვა გზა არა აქვთ და დემოკრატიის გადასარჩენად მეორე ტურში აუცილებლად „ნაციონალებს" უნდა მისცენ ხმა.

 

თუმცა, დემოკრატიის დაცვა უფრო საბაბს ჰგავს და, დიდი ალბათობით, ბევრმა მათგანმა პირველ ტურში უკვე გააკეთა ის არჩევანი, რისკენაც ახლა სხვებს მოუწოდებს.

 

ცხადია, რომ თავისთავად ამ მოწოდებებს მეორე ტურის შედეგზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია და მათ უფრო იმ სასიგნალო შეტყობინებების ფუნქცია ეკისრებათ, რისი მეშვეობითაც მსგავსი მსოფლმხედველობის და სულისკვეთების ადამიანები ერთმანეთს ცნობენ და პოულობენ.

 

როგორც ჩანს, მეორე ტური მნიშვნელოვანი იმითაც იქნება, რომ იგი ხელს შეუწყობს ახალი, „მორცხვი" „ნაციონალების" თვითიდენტიფიკაციას, სიმორცხვის კომპლექსისგან გათავისუფლებას და დააჩქარებს „ძველ" „ნაციონალებთან" კონსოლიდაციის პროცესს, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს, ადვილად გასაგებს და პროგნოზირებადს გახდის ქართულ პოლიტიკის რეალიებს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner