logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის უმსხვილესი ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

14 ოქტომბერი. 2016. 17:39



ბაქოში სასამართომ აზერბაიჯანის საერთაშორიოს ბანკის მმართველი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ჯაჰანგირ ჰაჯიევს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ ასევე ჰაჯიევს ბანკისთვის 69 მილიონი მანათის (39 მილიონი დოლარი) გადახდა დააკისრა.


ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლეზე, ზამინა ჰაჯიევაზე ძებნაა გამოცხადებული. აღნიშნული საქმის კიდევ რვა ფიგურანტს, რომელთა შორის ბანკის რამდენიმე თანამშრომელია, სხვდასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.


2015 წლის მარტში ჰაჯიევმა ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ის ბანკს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა.


2015 წლის დეკემბერში ჰაჯიევი მსხვილი თანხების მიტაცების ბრალდებით დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰაჯიევმა საკუთარ სახელზე, ასევე ოჯახის წევრთა და სხვა პირთა სახელებზე ანგარიშების გახსნისა და მათზე დიდი თანხების გადარიცხვის განკარგულება  გასცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მის მიერ ბანკისთვის მიყენებული ზარალი 138 მილიონ დოლარს აღემატება.


აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ქვეყნის უმსხვილესი ბანკია, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner