თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.