logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
- +

14 ოქტომბერი. 2016. 17:41



თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.


დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner