„Sky News"-ის არაბული განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინაის ნახევარკუნძულზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა.
ინციდენტი სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილთან, ღაზის სექტორის საზღვართან მოხდა. გავრცელებული ცნობით, ექსტრემისტებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია ექვსი ჯარისკაცი.