logo_geo
eng_logo
სინაის ნახევარკუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 17:45



„Sky News"-ის არაბული განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინაის ნახევარკუნძულზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა.



ინციდენტი სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილთან, ღაზის სექტორის საზღვართან მოხდა. გავრცელებული ცნობით, ექსტრემისტებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია ექვსი ჯარისკაცი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner