logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 18:19



დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა.


ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწარული მიულოცა.



„მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც  ყოველთვის იყო  მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც  ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner