„საარჩევნო პროცესმა მრავალი პარტიისა და პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოახდინა",- ასეთი შეფასება გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ზოგიერთი პარტიის ლიდერის მოწოდებაზე, რომ მეორე ტურში ხმა არ მისცენ „ქართული ოცნების" კანდიდატებს.
ვოლსკის თქმით, ასეთი მოწოდებების მიუხედავად, საზოგადოება საკმარისად ჩამოყალიბებულია, რომ მიიღოს სწორი გადაწყვტილება.
„ერთი მხრივ ამბობენ, რომ ადამიანის უფლებზბე ასე ბოროტად გადაიარა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდმა და მერე მხრივ მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის მხარდაჭერას. ეს არის არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ვფიქრობ, საზოგადოება საკმაოდ ჩამოყალიბებულია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას",-განაცხადა გია ვოლსკიმ.