logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების კი 100%-იანი
- +

14 ოქტომბერი. 2016. 20:51



დაუშვეს თუ არა შეცდომა პროდასავლურმა პარტიებმა, როდესაც არ ისინი წინასაარჩევნოდ არ გაერთიანდნენ - ამ საკითხზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ „თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანებაზე „რესპუბლიკურ პარტიას" უარი არ უთქვამს.


ის შედეგი, რომელიც ჩვენ ცალ-ცალკე ვაჩვენეთ, არითმეტიკულადაც რომ შევკრიბოთ, არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ამიტომ განურჩევლად იმისა, ჩვენ დავუშვით თუ არა შეცდომა, ჩვენს გარდა ვიღაცამ კიდევ დაუშვა შეცდომა. მე ვფიქრობ, საზოგადოება შეცდა, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი შექმნა. ჩვენ და „თავისუფალი დემოკრატები" შეიძლებოდა, ერთად ვყოფილიყავით და საერთო ჯამში მივიღებდით 7%-ს. მე მგონი, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდებოდა, ამიტომ ჩვენი შეცდომები გასათვალისწინებელია. იგი არის 2%-იანი შეცდომა, საზოგადოების შეცდომა არის 100%-იანი, ამიტომ აქ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პასუხისმგებლობა ჩვენ და საზოგადოებამ. 50% საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის 50%-იანი შეცდომა.

 

ყოველი მეორე ამომრჩეველი შეცდა, ჩვენ კი გვაქვს პატარა შეცდომა - 1,5% მივიღეთ და დიდი-დიდი კიდევ 1,5 შეცდომა დავუშვით. ადვილია პარტიების დადანაშაულება, რომ ისინი არ გაერთიანდნენ, შეცდნენ და ა.შ., მაგრამ გაერთიანების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმი, რასაც მიაღწევდა ლიბერალური ღირებულების მქონე პროდასავლური პარტიები, იქნებოდა 10%. 90%-მაინც მიიღებდნენ პირველი და მეორე ხელისუფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მარტო პოლიტიკურ სისტემაში, პრობლემა არის საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც და განათლების საერთო ცენზშიც. თუმცა მე თანახმა ვარ, თქვენთან ერთად ჩვენც შევისწავლით ჩვენს შეცდომებს და გავაანალიზებთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner