თურქეთის ტურისტულ ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული არავინაა.
სააგენტო dogan-ის ცნობით, სარაკეტო დარტყმა მეთევზეთა პორტში, ანტალიისა და ქემერის დამაკავშირებული მაგისტრალის მახლობლად განხორციელდა და ორი რაკეტა თევზის მაღაზიას დაეცა.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.