logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: თქვენ ვერასოდეს გადალახავთ საარჩევნო ბარიერს!
- +

14 ოქტომბერი. 2016. 22:54



აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს,  რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს და ამომრჩეველმა თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ მხარი, საერთოდ არ აინტერესებთ, ქვეყანაში ძალადობაა თუ არაძალადობა", - აღნიშნული განცხადება ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში გააკეთა.


საყვარელიძის შეფასებით, ასეთ ადამიანებს მხოლოდ ხელისუფლება უნდათ და სხვა ღირებულება არ გააჩნიათ.


ამას ხომ მოსახლეობაც იმახსოვრებს, რომ ეს პარტიები, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ,  ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ ხელისუფლებას მიუახლოვდნენ. ეს პარტიები რეიტინგული არასდროს იყვნენ და ბარიერს იქეთ დღეს კი არ დარჩენილან, საერთოდ ბარიერს იქეთ დარჩენილები არიან.  მათი ეს ნაბიჯი მოსახლეობას ძალიან ცუდად დაამახსოვრდება", - განაცხადა საყვარელიძემ.


მისი თქმით, დღევანდელი ნაბიჯის გამო, ეს პარტიები ბარიერს ვერასოდეს გადავლენ.


ისინი ივანიშვილმა წამოწია, გვერდით დაიყენა, ხელისუფლებაში გაიყვანა და ახლა ყველა უკან ბრუნდება. დღევანდელი ნაბიჯის გამო, ისინი ბარიერს ვერასოდეს გადავლენ.  მეტ-ნაკლებად რაინდული ალასანიას გუნდის ნაბიჯი იყო, როცა თქვეს, რომ არ გამოუვიდათ და წავიდნენ. ამდენად, ამ გუნდს შემობრუნების პოტენციალი აქვს, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს მიშას მხარეს იყვნენ, მეორე დღეს წინააღმდეგ და მესამე დღეს ისევ მიშას დაბრუნება უნდათ, რაზე უნდა ელაპარაკო", - განაცხადა ფსიქოლოგმა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არა პოლიტიკურ, არამედ ზნეობრივ შეცდომას უშვებს, რადგან პოლიტიკას ზნეობა სჭირდება.


ოპოზიციური პარტიები ვერ მიხვდნენ, რომ 90-იან წლებში, ან თუნდაც, მოგვიანებით პერიოდში აღარ ცხოვრობენ. მათ ის შაბლონი აიღეს, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს - აგინე ხელისუფლებას და ამით ხმებს მიიღებ და გამორჩათ, რომ მოსახლეობისთვის „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობა უფრო მიუღებელია, ვიდრე ხელისუფლება მთელი თავისი შეცდომებით, რადგან იქ დანაშაულია, აქ კი, პოლიტიკური შეცდომები", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner