logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: მე, მარიამ ჯაში, ნამდვილად არ ვუერთდები „ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ...
- +

14 ოქტომბერი. 2016. 23:10



„ქართული ოცნების" სამგორის 12-ე ოქლის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ ჯაშ 2008 წლის არჩევნებს იხსენებს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას" 119 მანდატი ჰქონდა მოპოვებული. მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი უსაფრთხოების თემა.


საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ალბათობა ძალიან მაღალია. თუმცა უნდა დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს. სამწუხაროდ, ხდება საზოგადოებაში ისევ და ისევ დაბნეულობის შეტანის მცდელობა. რატომღაც გვავიწყდება, რომ 2008 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 119 მანდატი ჰქონდა მოპოვებული და რატომღაც დღეს გახდა საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი უსაფრთხოების თემა. პირადად მე და განსაკუთრებით შემიძლია ვისაუბრო განახლებული გუნდის სახელით, იმიტომ მივიღეთ ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გადაწყვეტილება, რომ გვჯერა, ეს არის გუნდი, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებების დასაცავად. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად, რომ ქართული ოცნება" ნაციონალური მოძრაობის" გზას გადის ახლა. პირადად მე მარიამ ჯაში, ნამდვილად არ ვუერთდები ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ვიყო საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ერთ-ერთი რიგითი წევრი, რომელიც უბრალოდ დაეთანხმება ერთობლივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა „პალიტრანიუსის" ეთერში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner