საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ „გორბის" ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია მიიჩნევს, რომ პოსტსაარჩევნო კვლევის ჩატარება აუცილებელია.
აღნიშნულის შესახებ ფაჩულიამ „იმედის" ეთერში ისაუბრა.
„პოსტსაარჩევნო კვლევა, რომელიც ჩატარდება, მასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. უნდა ავხსნათ რამ გამოიწვია უკვე გადაწყვეტილება, ის რაც მიიღო ამომრჩეველმა. ვნახოთ ეგზიტპოლებმა რა გავლენა და რა ნდობა მოიპოვა მოსახლეობაში და არის ძალიან ბევრი ტექნიკური პარამეტრი, რაც უბრალოდ, აუცილებელია",-აღნიშნა ფაჩულიამ.