პარლამენტარი ლუკა კურტანიძე facebook-ის მეშვეობით იმ პოლიტიკოსებს მიმართავს, ვინც საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს.
„ბატონო პოლიტიკოსებო, უფრო სწორად ძალად პოლიტ-თამაშებში გართულებო, გრცხვენოდეთ ირიბად მოწოდება საზოგადოების, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებამ" არ მიიღოს საკონსტტიუციო უმრავლესობა და მზად ხართ, დამნაშავე ნაც-მიშისტურ პარტიას დაუჭიროთ მხარი! ამ უმსგავსობას თქვენი განცხადებებით ქადაგებთ გამწარებულები ყოველ დღე, რაც დამარცხდით... დამარცხების ღირსეულად აღიარება მომავალი გამარჯვების საწინდარია, მაგრამ ეს თქვენ არ შეგძლებიათ, სამწუხაროდ! უღირსები ხართ, რადგან დაივიწყეთ ის ტკივილი, რომლითაც ერი გმინავდა წლების მანძილზე . ..
მძულს ყველა, ვინც ფიქრობს „სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო"! და არ განიცადა ის ტკივილი ისე, როგორც ტკიოდა მოკლულის დედას, ან ის გაუსაძლის ტკივილი, რომელიც სიკვდილზე უარესია, როცა სამალავებში და ციხეებში კაცებს აპატირებდნენ... დავიწყეთ და არ გახსოვთ, რადგან პარტიამ არ გაიმარჯვა არჩევნებზე? და ეს ყველაფერი მიივიწყეთ არა?! არ შეიძლება ასე გავიწყდებოდეთ ცრემლი, ტკივილი, სიკვდილი და ღირსების აყრა ადამიანების! ოღონდ თქვენი პოლიტიკური ჟინი დაიკმაყოფილოთ და მზად ხართ, სააკაშვილს დაუჭიროთ მხარი?! გრცხვენოდეთ და მჯერა ოდესმე მართლაც შეგრცხვებათ.
თუნდაც ეს საჯაროდ არ აღიაროთ! ყველას მოუწოდებ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის იდეას ძლიერი, თავისუფალი, განათლებული, ღირსეული , მართალ და გაერთიანებულ ბედნიერ საქართველოს! ეს არის შინაარსი „ქართული ოცნების" იდეის! სადაც არ რჩება ადგილი ფარისეველი და მლიქვნელი ადამიანებისათვის! ეს საქართველო აქ არის, ამ იდეაშია და თქვენ ხართ ამ ნების იდეის განმახორციელებლები თქვენი მხარდაჭერით! ერთად დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას" და ერთად გავიმარჯვოთ! მე მჯერა თქვენი, რადგან თქვენმა სიყვარულმა მსოფლიო დამაპყრობინა მთელი 20 წელი! ახლა ენდეთ ჩემს თხოვნას... ყველამ ერთად ღირსებით ვმართოთ ეს საქართველო", - წერს ლუკა კურტანიძე.