მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა განახევრდა.
მისი თქმით, 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა 840 ათასი ხმა, დღეს 480 ათასი ხმა, რასაც ნაცვლიშვილი კატასტროფულ ვარდნას უწოდებს.
„ორჯერ დაიკლო „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობამ 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს, მათ მიიღეს 840 ათასი ხმა, დღეს მიიღეს 480 ათასი ხმა. შესაბამისად, ფსონზე ხელისუფლება იდო 2012 და 2016 წლებში. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კატასტროფული ვარდნა, რაც მახარებს, რადგან ჩვენ, ეტაპობრივად ვძლევთ იმ სენს, რაც ყველას ერთად შეგვეყარა 2003 წელს",-განაცხადა ნაცვლიშვილმა „იმედის" ეთერში.