logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: არჩევნებზე მოსახლეობამ ბევრ პოლიტიკურ პარტიას გამოუტანა განაჩენი
- +

15 ოქტომბერი. 2016. 00:48



არჩევნებზე მოსახლეობამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და  ბევრ პოლიტიკურ პარტიას განაჩენი გამოუტანა. მათ შორის - „ქართულ ოცნებასაც", - განაცხადა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ გადაცემა 2030-ში.


ქართულმა ოცნებამ" უნდა გააანალიზოს, თუ რატომ მიიღო „ნაციონალუმა მოძრაობამ" იმდენი პროცენტი, რამდენიც მიიღო. ვფიქრობ, სამომავლოდ, „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტშივე დაიშლება და სხვადასხვა ჯგუფებად გაიშლება. მათი გეგმა პარლამენტში შესვლა იყო, მაგრამ ის შედეგი რაც აჩვენეს, დასაფიქრებელია.  ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ „ქართულ ოცნებას" აქამდე ზუსტად ის საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა და ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებას ვერ ახერხებდა", - განაცხადა აბდალაძემ.


როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის არის საჭირო.


„4 წელი ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდაობას მოვუნდით და ვფიქრობ, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის განვითარებისთვის სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას და შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას" ამდენი პროცენტი არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, ხალხმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ დაიზაროს. თავისი წილი ვალდებულება ყველამ უნდა იგრძნოს, არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა ქვეყნის განვითარებას მისცენ. ჩვენი შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და მეორე ტურზე მაქსიმალური შედეგი უნდა დავდოთ", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner