logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მე მაფრთხობს ის 5%, რომელმაც ეს არჩევანი ცნობიერად გააკეთა
- +

15 ოქტომბერი. 2016. 00:48



ეგზიტპოლებისა და ცესკო-ს მონაცემების ცდომილება იმან გამოიწვია, რომ ადამიანებს რცხვენიათ თქვან,  ვის მისცეს ხმა


მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ეგზიტპოლების შედეგებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის ცდომილება იმან გამოიწვია, რომ ადამიანებს რცხვენიათ თქვან თუ ვის მისცეს ხმა.


„ჩემი აზრით, ეს ცდომილება ყველაზე ნიშანდობლივია. პოსტსაარჩევნო ანალიზი აუცილებლად გასაკეთებელია. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველოში, არსებობს ამომრჩევლის კატეგორია და ეს კატეგორია არის რამდენიმე ათეული ათასი, რომელიც არ არის პროპაგანდით მოტყუებული. მან ყველაფერი იცის „ნაციონალური მოძრაობის" და იმ ძალადობის შესახებ, თუმცა მას მოსწონს და ხმას აძლევს, ამავდროულად, ზუსტად იცის, რომ ეს არის სამარცხვინო. ერთადერთი სამარცხვინო პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა", რომლის მხარდაჭერა საფრთხის მატარებელია. მე მაფრთხობს ის 5%, რომელმაც ეს არჩევანი ცნობიერად გააკეთა და მან ზუსტად იცის ეს არის საფრთხის მატარებელი",-განაცხადა „იმედის" ეთერში ნაცვლიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner