logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ორჯერ ორი ოთხია - ეს ადამიანები არასოდეს არ გამოსწორდებიან!
- +

15 ოქტომბერი. 2016. 00:50



ია მეტრეველის განცხადებით, მიუღებელია ოპოზიციური პარტიების პირდაპირ თუ ირიბი მოწოდება არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემასთან დაკავშირებით.


მათი განცხადებები ყოვლად მოიღებელია. ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს ძალა და იმას ვერ გააკეთებს, რასაც  4 წლის განმავლობაში აკეთებდა, როცა ქვეყნის წინსვლას ხელს ყველანაირად უშლიდნენ. მმართველი ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ახლა გვეძლევა შანსი, ქვეყანა სწრაფად განვითარდეს. ეს გადარჩენა იქნება", - განაცხადა მეტრეველმა.


როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს, რითაც მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


ქართულ ოცნებას" შეცდომები, რა თქმა უნდა, ჰქონდა, რაზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ და ხალხის მოლოდინი გაამართლონ. „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს, რითაც მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამავე დროს, საზოგადეოება უნდა იყოს ფხილად და მისივე არჩეული ხელისუფლება მუდმივად აკონტროლოს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ეს ადამიანები არასოდეს არ გამოსწორდებიან. ეს ორჯერ ორი ოთხია. როცა მახსენდება, რა ბარბაროსობას სჩადიოდნენ, ვფიქრობ, საერთოდ ადამიანები იყვნენ თუ არა", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner