logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ხელისუფლება არ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას კადრების შექმნასა და გავრცელებაზე!
- +

16 მარტი. 2016. 18:36



საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე კომენტარს ტელეკომპანია „პირველის" ეთერში აკეთებს. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ხელისუფლება აღნიშნული კადრების შექმნასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ აიღებს:


„სამართალდამცველები და, პირველ რიგში, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ, რომ დამნაშავეებს მიაკვლიონ. ეს ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის ქვეყნის სათავეში, არ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ პასუხი იყო უმკაცრესი, მშვიდი, დროული და ეფექტური იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი.


ჩვენ ყველას, ვინც საჯარო სცენაზე ვიყავით, გვახსოვს, 2012 წელს არჩევნებამდე იყო დაგეგმილი შეტევა ქალებზე, რომ ჩვენ დაგვდევდნენ, ჩაიწერდნენ, ბოროტად უხაროდათ და შეუთვლიდნენ ხოლმე - აი, ჩვენ რა გვაქვს და ასე და ასე მოიქეცი... თუ ვერ ჩაგწერდნენ, მაშინ იმედგაცრუებული სახეებით დადიოდნენ ხოლმე. ყველას დაგვდევდნენ. ეს გვახსოვს. ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ ის კადრები, რომლებიც გავრცელდა, იყოს უფრო გვიანდელი. უფრო მეტიც, არამცთუ გამოვრიცხავ, არამედ, როგორც პროკურატურა ამბობს ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც გავრცელდა, დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხულის თარიღი, ამიტომ ამაზე მტკიცებულებითი კუთხითაც ვერ იქნება დავა. რაც შეეხება მათ შემდგომ პერიოდს, მე, პირადად, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფოს ხელით (აქ იგულისხმებიან ჩინოვნიკები, რომლებიც სახელმწიფოს ხელია) ამას აკეთებდნენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner