გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, განვლილ 4 წელიწადში ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით მიდის.
როგორც მან გადაცემა 2030-ში განაცხადა, ხალხს „ქართული ოცნების" ნდობა აქვს და თუ ამ ძალას საკონსიტუციო უმრავლესობა ექნება, ეს ქვეყანაზე კიდევ უფრო კარგად აისახება.
„ამით კანონის უზენაესობა არ დაირღვევა და ქვეყანა დემოკრატიის გზით სვლას განაგრძობს. თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობს მოიპოვებს, ეს ქვეყნისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, დღეს არ არსებობს იმის საშიშროება, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს.
„დღეს არ არსებობს იმის საშიშროება, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს, რადგან იმ პირობებში, როცა გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება არსებობს, სამოქალაქო სექტორს აქვს საშუალება, ხელისუფლება აკონტროლოს და ნებისმიერი ცვლილების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთოს. ამიტომ, რაკი ამ ძალამ ხმების უმრავლესობა მიიღო, მას საკონსტიტუციო უმრავლესობაც უნდა ჰქონდეს და სწრაფი ნაბიჯების გადადგმის საშუალება უნდა მიეცეს", - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.