logo_geo
eng_logo
ნანა ჩიჩუა: არჩევნები და თითოეული ხმა, ზუსტადაც რომ ბრძოლის ველია
- +

15 ოქტომბერი. 2016. 01:56



ფსიქოლოგ ნანა ჩიჩუას განცხადებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რა ნიშნით ირჩევს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას.


„ადამიანი იქ, სადაც უფრო მეტი სიმშვიდე ეძლევა, ბრძოლის ველად არ თვლის, ან ნაკლებად თვლის საარჩევნო გარემოს. ასამაღლებელია ის ცნობიერება, რომ ყველა არჩევნები, შენი ხმა, ზუსტად არის ბრძოლის ველი, სადაც არის შენი ნება გამოხატული თუ რა გინდა, რას ირჩევ. ამ შემთხვევაში თითქოს პარადოქსია, რომ უფრო უნდა მოგინდეს ხმა მისცე იმ ხელისუფლებას, სადაც არ არის ისეთი მკაფიო ძალადობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რა ნიშნით ირჩევს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. ეს ცნობიერება ნაკლებია",-განაცხადა ჩიჩუამ „იმედის" ეთერში. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner