logo_geo
eng_logo
გია იაკობაშვილი: გაახსენეთ ეს განცხადებები „რესპუბლიკელებს“ 4 წლის შემდეგ!
- +

15 ოქტომბერი. 2016. 02:17



4 წლის შემდეგ, როცა „რესპუბლიკელები" არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამომრჩეველმა ამ პარტიას გუშინდელი და გუშინწინდელი განცხადებები უნდა შეახსენოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გია იაკობაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


ეს მოწოდებები მათ წინ უნდა დახვდეთ და გუშინ თუ 2% მიიღეს, ხვალ წესით, 1% უნდა მიიღონ.  ამ ადამიანებმა საქმის კეთება არ იციან და როგორც აღმოჩნდა, არც ლაპარაკი იციან. როცა გვეუბნებიან, რომ მხარი „ქართულ ოცნებას" არ უნდა დავუჭიროთ, ლოგიკურად გამოდის, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მივცეთ, ან არჩევნებზე საერთოდ არ უნდა წავიდეთ მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი ძალიან მობილიზებილია და არჩევნებზე მუდმივად დადის, რადგან მათ საერთო დანაშაულის განცდა ამოძრავებთ. ასე რომ, ჩემი არმისვლა რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას ნიშნავს", - განაცხადა იაკობაშვილმა.


მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება, ხელისუფლება იმ ცვლილებების გატანას ვერ შეძლებს, რაც ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


გამოდის, რომ არჩევნებზე არმისვლით ბერკეტი ხელში უნდა ჩავუგდოთ ძალას, რომელიც 9 წელი ძარცვით, გლეჯვით, მკვლელობით, რუსებისთვის ეკონომიკის ჩუქებით და  და ტერიტორიების ჩაბარებით იყო დაკავებული. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება" იმ ცვლილებების გატანას ვერ შეძლებს, რაც ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის ასევე აუცილებელია, „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, საბოლოოდ გაქრეს. ამიტომ, ამომრჩეველს მოვუწოდებ, არჩევნებზე დილიდან მივიდნენ, მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირონ და საღამოს იმ პეტიციას მოაწერონ ხელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას მოითხოვს", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner