logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ადამიანის ბუნებაში ისეთი მოვლენაც არსებობს, როცა მას მოძალადე მოსწონს
- +

15 ოქტომბერი. 2016. 02:19



TNS-ის განცხადება, რომ გამოკითხულთა 10%-მა არ თქვა, ხმა ვის მისცა და ცესკო-სა და ეგზიტპოლის შედეგებს შორის სხვაობა ამიტომ დაფიქსირდა, სწორია, რადგან ასეთი კლიმატი ნამდვილად შეიქმნა, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტილოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


ასეთი კლიმატი საქართველოში ყოველთვის არსებობდა და ვინც მხარს არაპოპულარულ მმართველობას უჭერდა, ამის გამხელა არ სურდა. ეს ამომრჩევლის ის კატეგორიაა, რომელიც თავის პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ დისკუსია და სხვებისგან თავდასხმა არ სურს. ეს ხალხი ინტერვიუერთან დიალოგში არ შემოდის, მაგრამ თავისას მაინც აკეთებს.  ასე რომ, საქართველოში ეს მოვლენა  გასაკვირი ნამდვილად არ არის. ეს ჩვენთან, ოდითგან ასე იყო. მახსოვს, საბჭოთა პერიოდში, მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში რელიგიურ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევა რომ ჩავატარეთ, იდიოტურ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ღმერთი, ყველამ გვიპასუხა, რომ არა", - განაცხადა საყვარელიძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის ბუნებაში ისეთი მოვლენაც არსებობს, როცა ადამიანს მოძალადე მოსწონს. 


ადამიანის ბუნებაში ისეთი მოვლენაც არსებობს, როცა ადამიანს მოძალადე მოსწონს.  როცა უშუალოდ მასზე ძალადობენ იშვიათად, მაგრამ ზოგადად, ფიზიკური ძალის და უხეშობის გამოვლენას ასეთი ადამიანები ძალის ნიშნად თვლიან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner