„პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ვისურვედი", - ამის შესახებ „რეზონანსს" მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძემ განუცხადა. ბეჭდურმა გამოცემამ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები გამოკითხა, თუ ვის ისურვებდნენ ისინი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე.
„კობახიძე მშვიდი პერსონა მგონია. მართლია „რუსთვი 2-ის" ეთერში ინერვიულა, მაგრამ იქ სანერვიულო იყო. სხვა მის ინტერვიუებს რომ ვუსმენ, არის მშვიდი, გაწონასწორებული, ცივი გონებით მოაზროვნე. ამასთანავე, ახალგაზრდაა და პერსპექტიული", - განაცხადა ნუცა ჯანელიძემ.