logo_geo
eng_logo
Slovo.net.ua: ადამიანის სხეულით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის ოჯახურ ბიზნესად იქცა
- +

15 ოქტომბერი. 2016. 11:20




„ადამიანის სხეულით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის ოჯახურ ბიზნესად იქცა", - ამ სათაურით უკრაინული გამოცემა slovo.net.ua ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის თარგმანი Ambebi.ge-მ გაავრცელა.



„სანდო წყაროზე დაყრდნობით მივიღეთ ინფორმარმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის იანვარში, ექიმების ჯგუფს, რომლებიც სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციით არიან დაკავებულები, კიევში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ახლდა თან.

 

კიევში ვიზიტისას სანდრა რულოვსი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს და სამხედროებს შეხვდა.

 

თავის მხრივ, ევროპელმა ექიმებმა, რომლებიც სანდრასთან ერთად იმყოფებოდნენ, უკრაინელი კოლეგები დაატრენინგეს, თუ როგორ მოახერხონ მინიმალური რესურსების პირობებში ტრანსპლანტაციის მაქსიმალური შედეგის საველე პირობებში მიღება.

 

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი მუჟენკო სქემის ეფექტურობაში დაარწმუნა. სქემა კი შემდეგში მდგომარეობს:

 

ანტიტერორისტულ ზონაში დაშავებულებს და ახლად გარდაცვლილებს ქართველი სამხედროებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ტრანსპორტში გადაიყვანენ, რომელიც საჭირო ინსტრუმენტებით იქნება აღჭურვილი და ექიმები ორგანოების ამოჭრას გზაშივე შეძლებენ, ხოლო უფრო რთული ოპერაციისთვის ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში განლაგებულ სტაციონალურ პუნქტებში გადაიყვანენ.

 

ადამიანის ორგანოებს საჭირო ქვეყნებში ავიატრანსპორტით გადააგზავნიან, ხოლო „გადამუშავებული მასალა" უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს მიიღებს.

 

ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სქემა, რომელსაც „რულოვსი" უწოდეს, წარმატებულად იქნა აპრობირებული მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც 82 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

 

გასულ წელიწადს ეს ბიზნესი იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ლოსენკომ ჩააგდო, რადგან „აზოვის" ბატალიონის კომანდირმა ს. სემენჩენკომ ვერ მოახერხა დავალების კარგად ორგანიზება და ადამიანის „უხარისხო" ორგანოები გადააგზავნა. აღნიშნულ საკითზე ლოსენკოსა და გერმანელი ექიმის სატელეფონო საუბრები მედიაში გავრცელდა.

 

სანდრა რულოვსს ორგანოებით ვაჭრობის გამოცდილება აქვს, რადგან საქართველო სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდა ადამიანის ორგანოების აშშ-სა და ევროპაში გატანის მხრივ.

 

სანდრა რულოვსის ორგანიზებით, პატიმრებს, რომლებიც ციხის საავადმყოფოში ხვდებოდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა დაავადებს ასახელებდნენ. მათ

 

ბალზამირების დროს კვეთდნენ ორგანოებს და ამის შემდეგ უბრუნებდნენ ოჯახის წევრებს გარდაცვლილს.

 

შავ ბაზარზე ერთი ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ორგანოების საერთო ფასი 1 700 000 დოლარს აღწევს", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც slovo.net.ua-ში გამოქვეყნდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner