logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: დემოკრატიის ბედი წყდება
- +

15 ოქტომბერი. 2016. 11:25


 

 

BBC- ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  ბარაქ ობამამ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიის ბედი წყდება.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, დონალდ ტრამპის ის განცხადება დაგმო, რომლის თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში ის ჰილარი კლინტონს „ციხეში ჩასვამს". ობამას თქმით, მსგავსი განცხადებები დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.


ამერიკაში  საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner