BBC- ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიის ბედი წყდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, დონალდ ტრამპის ის განცხადება დაგმო, რომლის თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში ის ჰილარი კლინტონს „ციხეში ჩასვამს". ობამას თქმით, მსგავსი განცხადებები დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს.