logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ კატასტროფული ვარდნა აქვს
- +

15 ოქტომბერი. 2016. 12:01


 

 

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა 840 ათასი ხმა, დღეს 480 ათასი ხმა, რასაც ნაცვლიშვილი კატასტროფულ ვარდნას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერთა რაოდენობა განახევრდა.


„ორჯერ დაიკლო „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობამ 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს მათ მიიღეს 840 ათასი ხმა, დღეს მიიღეს 480 ათასი ხმა. შესაბამისად, ფსონზე ხელისუფლება იდო 2012 და 2016 წლებში. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კატასტროფული ვარდნა, რაც მახარებს, რადგან ჩვენ, ეტაპობრივად ვძლევთ იმ სენს, რაც ყველას ერთად შეგვეყარა 2003 წელს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner