logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ერთ-ერთ საბაჟოზე განბაჟების საგზაო ნიშანი ამოთხარა
- +

16 მარტი. 2016. 18:47



ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ერთ-ერთ საბაჟოზე დემონსტრაციულად ამოთხარა განბაჟების საგზაო ნიშანი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს უკანონოდ შემოღებული განბაჟების მექანიზმია:


„ჩვენ ახალ საბაჟოს ვაკეთებთ, სადაც ხალხი შევა და ყოველგვარი შუამავლებისა და კორუფციული სქემების გარეშე, ძალიან სწრაფად განახორციელებენ განბაჟებას. აქ კი, აუცილებლად უნდა იმოძრაონ სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ გზაზე, ევროტერმინალის გავლით და ყოველ ჯერზე, ვიღაც მეპატრონეებს, რომლებიც კაცმა არ იცის, საიდან გაჩნდნენ, უნდა გადაუხადონ 20 დოლარი ყოველ მანქანაზე. ეს ხდება 21-ე საუკუნეში, ოდესაში. მათ დადგეს ნიშნები და უფასოდ ვერავინ გადის. ეს ფული სახელმწიფოს კი არ შესდის, არამედ ქალაქის ხელისუფლების მეგობრებს. მე მინდა მოკითხვა გადავცე ოდესის მერს და ვაჩვენო, თუ როგორ უნდა მოვექცეთ უკანონო მანიპულაციებს", - განაცხადა სააკაშვილმა.


 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner