logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემგან დანდობას ხარბები ვეღარ მიიღებენ
- +

15 ოქტომბერი. 2016. 12:16


 


 „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ ადამიანების შესახებ, ვინც „ნაციონალური მოძრაობა" მოღალატეებად შერაცხეს,  სოციალურ ქსელში  წერს:

 

გასული ორი დღის განმავლობაში 71 პროფილი დავბლოკე - მართალია, 62 ყალბი იყო, მაგრამ დაბლოკვას მაინც აქვს გამყინავი ეფექტი - იღლებიან ახლების კეთებით.

 

ცხადია, მათ რიცხვში არ ვთვლი იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი წუხილები ჰქონდათ და შეურაცხყოფების გარეშე გაერკვნენ ვითარებაში.

 

სამდღიანი ეპიდემიის შემდეგ, დღეს უკვე სუფთა ჰაერია - საკუთარ კედელზე დანთებულ კოცონს რა აზრი აქვს, თუ კუდიანი ვერ ხედავს.

 

წითელი ხაზი გადაილახა, ქართული დემოკრატიის გადარჩენის და პარლამენტში შესვლის მსურველები wannabe ფანატიკოსებმა მოღალატეებად, კოლაბორაციონისტებად შერაცხეს.

 

ღალატის ბრალდებები რომ გვერდზე გადავდოთ, მე ასეთი გინება ანონიმური და არაანონიმური პირებისგან 2013 წლის 17 მაისის შემდეგაც კი არ მომისმენია, როდესაც გამხეცებული ქსენოფობების პირისპირ ვიდექი თავისუფლების მოედანზე.

 

რატომ ამირჩიეს ტარგეტად? მიზეზი კომპლექსურია და როდსმე, თუ საჭიროდ ჩავთვალე, ავხსნი. ახლა ბევრი სხვა საქმეა.

 

მთავარი ისაა, რომ ჩემგან დანდობას ხარბები ვეღარ მიიღებენ - თავში ყოველთვის უხერხული სიმართლე მოგხვდებათ", - წერს ჩერგოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner