logo_geo
eng_logo
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, დედაქალაქის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
- +

15 ოქტომბერი. 2016. 12:39


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 21:00 საათიდან დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე.


მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე.


ავტომანქანები, ასევე, ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.


„თბილისობის"  ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner