logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ქალი ადანაშაულებს
- +

15 ოქტომბერი. 2016. 12:40


 


ამერიკული მედია ავრცელებს ორი ქალის, 46 წლის კრისტინ ანდერსონის და 41 წლის სამერ ზერვოსის განცხადებებს, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელებას ცდილობდა.


თავად ტრამპი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.


„მათ სურთ ამით ჩვენი მოძრაობის, ჩვენი კამპანიის შეჩერება", - განაცხადა ტრამპმა.


რამდენიმე დღის წინ გამოცემა „New York Times"-მა გამოაქვეყნა ორი ამერიკელი ქალის ინტერვიუ, რომლებიც ტრამპს ასევე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner