ამერიკული მედია ავრცელებს ორი ქალის, 46 წლის კრისტინ ანდერსონის და 41 წლის სამერ ზერვოსის განცხადებებს, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელებას ცდილობდა.
თავად ტრამპი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
„მათ სურთ ამით ჩვენი მოძრაობის, ჩვენი კამპანიის შეჩერება", - განაცხადა ტრამპმა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა „New York Times"-მა გამოაქვეყნა ორი ამერიკელი ქალის ინტერვიუ, რომლებიც ტრამპს ასევე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.