logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ვინც ოდნავ მაინც „ნაცებს“ პატივს სცემთ, არჩევნებში ხმა არ მისცეთ
- +

15 ოქტომბერი. 2016. 12:47




ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:



„გუშინ ირმა ნადირაშვილის განცხადება წავიკითხე, დღეს სხვა მართლმორწმუნე ნაცისტების გამოსვლები მოვისმინე ამომრჩევლებზე მოსალოდნელი ძალადობის თაობაზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ არც ყიზილაჯლოშიო, არც მარტვილშიო, არც დანარჩენ საქართველოშიო. ხელისუფლების მიერ ადამიანის სუნზე დაგეშილი სპეცრაზმელების წინ ტინის კედლად აღვიმართებითო!

გამეგონა, ბიძო ნიჭიერი კაციაო, მარა სასწაულმოქმედიც თუ იყო, ვერ წარმომედგინა - ეს სისხლისმსმელი „ნაცები" ერთბაშად მამა აბრამის ბატკნებად გადააქცია.

საერთოდ, ხელისუფლების შეცდომები, ხარვეზები და დანაშაულები შორიდან უკეთ ჩანს. ამიტომ ნაცი ხელისუფლებიდან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს, რომ ყველაფერი კარგად დაინახოს და საჭირო შემთხვევებში ზარები დაარისხოს.

კიდევ ერთხელ მადლობა ბიძოს ნადირაშვილისნაირების გამამააბრამისბატკნობისთვის.

და კიდევ, ვინც ოდნავ მაინც „ნაცებს" პატივს სცემთ, არჩევნებში ხმა არ მისცეთ, თორემ თუ მაგათ გაიმარჯვეს, ჩვენს უფლებებს ვიღა დაიცავს?!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner