logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: „თბილისობა 2016“ ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა
- +

15 ოქტომბერი. 2016. 13:08




თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „თბილისობა 2016"-თან დაკავშირებით ქალაქში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. „თბილისობის" ფარგლებში ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.


როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ასევე რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება და კულინარიული ფესტივალი იქნება.


ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner